loader

ღარიბაშვილის და ალასანიას მეგობრული შეხვედრა შსს-ში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ღარიბაშვილის და ალასანიას მეგობრული შეხვედრა შსს-ში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იმყოფებოდა. კოლეგა ძალოვანი უწყებიდან შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. რიგით მესამე სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ძალოვანი მინისტრების მოადგილეები და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი.

მინისტრებმა კრიზისის მართვის ერთობლივი კოორდინირებული მუშაობის, შსს-ს აკადემიასა და თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, სპეციალისტების მომზადების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე დაიგეგმა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლების ერთობლივი წვრთნების ჩატარება.

უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე