loader

ქართული მხარის წარმატებული ვიზიტი ფრანკფურტის წიგნის ბაზარზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართული მხარის წარმატებული ვიზიტი ფრანკფურტის წიგნის ბაზარზე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზარზე მოპოვებული წარმატებების შესახებ ისაუბრა. კულტურის მინისტრმა პრესკონფერენციაზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მნიშვნელოვანი ჯილდო მოუპოვა.

კერძოდ, გერმანიის ეროვნული ლიტერატურული პრემია ახალგაზრდულ ლიტერატურაში თამთა მელაშვილსა და ნათია მიქელაძე-ბახსოლიანს გადაეცათ რომანისთვის "გათვლა".

როგორც კულტურის მინისტრმა განაცხადა, მომავალ წელს დაგეგმილია 40-მდე წიგნის ქართულად თარგმნა, სადაც შევა ქართული პოეზიის და ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები.

გარდა ამისა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე არაერთი მოლაპარაკება წარიმართა, დაიგეგმა სამომავლო ურთიერთობები, რის საფუძველზეც, ქართულ ლიტერატურას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაეცნობიან.