loader

როდის და რატომ ჩაერთვება ზურაბ ჟვანიას ვაჟი პოლიტიკაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდის და რატომ ჩაერთვება ზურაბ ჟვანიას ვაჟი პოლიტიკაში

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟი ბუსა ჟვანია არასამთავრობო ორგანიზაციის - "სტუდენტთა გაერთიანება სამართლიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთი წევრია.

ახალგაზრდული გაერთიანების წევრებმა მედიის წარმომადგენლებთან დღეს ორგანიზაციის გეგმებზე ისაუბრეს. "პალიტრა ტვ"-ის კორესპონდენტი დაინტერესდა, საზოგადოებრივ საქმიანობასთან ერთად, 17 წლის ბუსა ჟვანია პოლიტიკურ აქტივობასაც ხომ არ გეგმავს. მისი თქმით, ჯერჯერობით მსგავსი გეგმები არ აქვს, თუმცა, თუ ქვეყანას დასჭირდება და ის ამისთვის მზად იქნება, აუცილებლად ჩაერთვება პოლიტიკურ ცხოვრებაში.