loader

ირაკლი კაკაბაძე "ნაციონალების" ოფისში ლექსების კითხვით შეიჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი კაკაბაძე "ნაციონალების" ოფისში ლექსების კითხვით შეიჭრა

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში "თანასწორობის ინსტიტუტის" წევრები - გიორგი გაბედავა და ირაკლი კაკაბაძე შეიჭრნენ. მათი თქმით, 10 დღის წინ "ნაციონალურ მოძრაობას" შეკითხვით მიმართეს, რაზეც პასუხი არ მიუღიათ. კერძოდ, ისინი ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიას, 89-90-იან წლებში იყო თუ არა სააკაშვილი რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელი. ოპოზიციურ პარტიაში მათ უპასუხეს, რომ 1 თვეში მიიღებენ წერილობით პასუხს.

ამის შემდეგ ირაკლი კაკაბაძემ ლექსის კითხვა დაიწყო. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მას მოსთხოვეს, ოფისი დაეტოვებინა და ლექსის კითხვა გარეთ გაეგრძელებინა, თუმცა მან ოფისში გააგრძელა ლქსის კითხვა, რასაც ხმაური მოჰყვა.

"თანასწორობის ინსტიტუტის" წევრებს ოფისი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა დაატოვებინეს. ისინი ჯერ კიდევ ოფისს გარეთ რჩებიან.