loader

შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი გაანადგურა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი გაანადგურა

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 2 კილოგრამამდე ჰეროინი, 800 აბი "სუბუტექსი", 10 გრამი კოკაინი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა, დეზომორფინი და სხვა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები შესაბამისი წესების დაცვით გაანადგურა.

ნარკოტიკების განადგურების პროცესს, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

სამართალდამცველები ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებს სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ სამ თვეში ერთხელ ანადგურებენ.