loader

"არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ ვუყვარვართ, არ მოვწონვართ" - ირაკლი ალასანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ ვუყვარვართ, არ მოვწონვართ" - ირაკლი ალასანია

ჩემთვის ცნობილია, რომ არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც არ ვუყვარვართ, არ მოვწონვართ და კრიტიკა ჩემთვის მისაღებია, რადგან ის დემოკრატიის ნაწილია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია და დანაშაულად მიიჩნევს საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით მიზანმიმართული ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. თავდაცვის მინისტრის განმარტებით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს უმაღლესი შეფასება, მათ შორის, ნატოსა და ევროპისგან და მსგავსი ინფორმაციები საქართველოს სვლას ევროატლანტიკური მიმართულებით ვერ შეაჩერებს.

რაც შეეხება ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტს, ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ეს არის პროვოკაცია და ცრუ ინფორმაცია, ადრე დაფიქსირებულ ფაქტებს კი, მინისტრის განმარტებით, სამხედრო პოლიცია სწავლობს და უახლოეს მომავალში მასალებს პროკურატურას გადაუგზავნის.