loader

მარაბდა-კარწახის რკინიგზამ საცდელ ექსპლუატაციაში ელექტროწევის ქვესადგური გაუშვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარაბდა-კარწახის რკინიგზამ საცდელ ექსპლუატაციაში ელექტროწევის ქვესადგური გაუშვა

მარაბდა-კარწახის რკინიგზამ სარკინიგზო სადგურ "ცხრაძმის" ელექტროწევის ქვესადგური საცდელ ექსპლუატაციაში გაუშვა. სადგურ "ცხრაძმაზე" მარაბდა-კარწახის ხელმძღვანელობა იმყოფებოდა. როგორც კომპანიის დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ წიკლაური აცხადებს, ქვესადგურის ექპლუატაციაში გაშვება ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის საქართველოს მონაკვეთი, წარმატებული რეალიზების საქმეში წინგადადგმული ნაბიჯია.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში იგეგმება ანალოგიური მოწყობილობებით აღჭურვილი შვიდი ქვესადგურის ექსპლუატაციაში გაშვება, რითაც ელექტრომოძრავი შემადგენლობის გადაადგილება შესაძლებელი იქნება უკვე მთელ სარკინიგზო მონაკვეთზე.

გარდა ამისა, როგორც წიკლაური აცხადებს, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ასევე საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი 4.4 კილომეტრი სიგრძის სარკინიგზო გვირაბის ქართული ნაწილის მშენებლობაზე და გვირაბის სამშენებლო სამუშაოების ფრონტი გახსნილია ერთდროულად, როგორც თურქეთის, ისე საქართველოს მხრიდან.