loader

"მედვედევმა 4 აგვისტოს გასცა საომარი მოქმედებების დაწყების ბრძანება" - ილარიონოვი 2008 წლის ომზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მედვედევმა 4 აგვისტოს გასცა საომარი მოქმედებების დაწყების ბრძანება" - ილარიონოვი 2008 წლის ომზე

"მიხეილ სააკაშვილმა რუს ოპოზიციონერ ანდრეი ილარიონოვს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მიზეზებზე ჩატარებული გამოძიება საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოთი - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაუფასა. ჯილდოს მიღების გამო, რუსეთის სახელისუფლებო წრეებში, ილარიონოვს მოღალატეს უწოდებენ. ღირს თუ არა ისეთი გამოძიების ჩატარება, რომლის შედეგების მიხედვითაც საომარი მოქმედებების დაწყებაში დამნაშავე შენივე ქვეყანაა?" - ამ კითხვით რადიო "თავისუფლების" რუსეთის ბიურომ საკითხს ვრცელი გადაცემა მიუძღვნა. რადიოეთერში თავად ანდრეი ილარიონოვი და ჟურნალისტი არკადი ბაბენკო მონაწილეობდნენ.

"ჯარისკაცი ბრძანების მიღების გარეშე ნაბიჯს არ გადადგამს. არ აიღებს იარაღს და, მით უმეტეს, არ გაისვრის. ჩვენმა გამოძიებამ ადვილად დაადგინა, როდის გასცა ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა საომარი მოქმედებების დაწყებაზე: 7 აგვისტო, 23:35 საათი - ამ დროს გაუხსნეს ქალაქ ცხინვალს საარტილერიო ცეცხლი. ახლა ჩნდება კითხვა: როდის გასცა ბრძანება რუსულმა მხარემ? - ახლა ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი გვაქვს: 4 აგვისტო - როდესაც შესაბამისი ბრძანება ბატონმა მედვედევმა გასცა და დაუყოვნებლივ სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა, პრემიერ-მინისტრი პუტინი კი ამ დროს პეკინის ოლიმპიადაზე იყო. ამით, თითქოს, ორივეს ალიბი აქვს: "ჩვენ აქ არ ვიყავით".

ილარიონოვის თქმით, რუსმა სამხედროებმა 5 აგვისტოს დილიდან დაიწყეს გადაადგილება საქართველოს საზღვრის მიმართულებით. 6 აგვისტოს ჩრდილო ოსეთის მთელ ტერიტორიაზე იდგა სამხედრო ტექნიკა და საჯარისო ნაწილები. აქვე ილარიონოვი დასძენს, რომ აფხაზეთის იმჟამინდელ დე-ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს 7 აგვისტოს საღამოს, სოხუმში, რუს ჟურნალისტებთან საუბრისას "წამოსცდა", რომ კოკოითისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ოსეთში უკვე შევიდა ჩრდილო კავკასიის საჯარისო ნაწილების ბატალიონი და "ყველაფერი კარგადაა".

"იმ კოლოსალური რაოდენობის დოკუმენტებიდან, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს რუსული, ოსური და აფხაზური მხარისგან, ირკვევა, რომ რუსეთის მხრიდან აგრესია დაიწყო გაცილებით ადრე და პირველი მსხვერპლიც იქ ქართველი მშვიდობისმყოფელები იყვნენ, რომლებიც 7 აგვისტოს დაახლოებით დღის 2 საათზე დაიღუპნენ", - აღნიშნა ილარიონოვმა.

ასევე იხილეთ: პრეზიდენტი მყინვარწვერზე ანდრეი ილარიონოვთან ერთად