loader

შეწყალების კომისიამ 462 პატიმრის საქმე განიხილა - 7-საათიანი სხდომის შედეგები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეწყალების კომისიამ 462 პატიმრის საქმე განიხილა - 7-საათიანი სხდომის შედეგები

პატიმართა შეწყალება 25 ოქტომბრამდე განხორციელდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა ელენე თევდორაძემ კომისიის თითქმის 7-საათიანი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ელენე თევდორაძის ინფორმაციით, კომისიამ 462 პატიმრის საქმე განიხილა. აქედან 128 პატიმარზე კომისია მთლიანად გათავისუფლების რეკომენდაციას იძლევა, 33 მსჯავრდებულზე კი სასჯელის განახევრების რეკომენდაცია გაიცა. 7 არასრულწლოვანი პატიმრიდან ერთს სასჯელის ოდენობა გაუნახევრდება, ხოლო სამ არასრულწლოვან მსჯავრდებულზე კომისიამ პატიმრობიდან გათავისუფლების რეკომენდაცია გასცა. რაც შეეხება ქალებს, კომისია რვა ქალზე პრეზიდენტს გათავისუფლების რეკომენდაციით მიმართავს, ხოლო ოთხზე - სასჯელის განახევრების წინადადებით.

"ვისაც ჩვენ ვუწევთ სასჯელის განახევრების რეკომენდაციას, არის უფრო მძიმე ტიპის საქმეები, დანარჩენი საშუალო სიმძიმის საქმეებია; ყოველ შემთხვევაში, კომისიამ ყაჩაღებს, მკვლელებს, პედოფილებს და მწამებლებს შეწყალებაზე უარი უთხრა", - განუცხადა ჟურნალისტებს ელენე თევდორაძემ.

შეწყალების კომისიაში ციხის ყოფილი თანამშრომლების განაცხადიც შევიდა, რომლებიც პატიმართა წამებისთვის არიან მსჯავრდებულები. ელენე თევდორაძის თქმით, კომისიამ მათ შეწყალებაზე უარი განაცხადა და მათი საქმეები არც განუხილავს.