loader

ირაკლი ალასანიამ სამხედროებთან ერთად სროლებში მიიღო მონაწილეობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანიამ სამხედროებთან ერთად სროლებში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გაერთიანებული შტაბის უფროსი დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ალასანიამ 2008 წლის აგვისტოს ომში, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლებში მიიღო მონაწილეობა.

დაშავებული მებრძოლები სამხედრო ცხოვრებაში ამჟამადაც აქტიურად არიან ჩართულები და საკუთარ გამოცდილებას ჯარისკაცებს უზიარებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროებისთვის მსგავსი სახის ღონისძიებები მუდმივად ტარდება, რაც დაშავებულ მებრძოლთა საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და მათ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას ისახავს მიზნად.

სამხედრო მოსამსახურეები პროტეზირების პროგრამას ამერიკულ კლინიკაში, ქართული მხარის ორგანიზებით გაივლიან. მათ მექანიკურ კიდურებს ბიო-მიკროპროცესიანი პროტეზით შეუცვლიან. უახლესი თაობის ელექტროკიდური სამხედრო მოსამსახურეებს რთულ რელიეფზე გადაადგილებას გაუადვილებს. წყალში, მტვერში, თოვლსა და ყინვაში გამძლე ახალი პროტეზი ჯარისკაცებს მეტი აქტიურობის საშუალებას მისცემს. რეაბილიტაციის კურსი ყველა სამხედროსთვის ინდივიდუალურია. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ისინი საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ სამსახურს.