loader

ქალთა რა უფლებები იქნება გათვალისწინებული შრომის კოდექსში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალთა რა უფლებები იქნება გათვალისწინებული შრომის კოდექსში

შრომის კანონმდებლობის ახალი ტალღა ქალთა შრომითი უფლებების ახლებურად დარეგულირებას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, ამ კუთხით კანონპროექტი ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა თანაბარი პირობების ფარგლებში თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფა, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ღამით მუშაობის შეზღუდვა ქალთა განსაკუთრებული კატეგორიისთვის, დამატებითი შესვენება მეძუძური ქალისთვის, შვებულება ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის გამო და სხვა.

პროექტის საბოლოო ვერსიის მომზადების პროცესში კონსულტაციები გაიმართება როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, დასაქმებულთა გაერთიანებების და მედიასექტორის წარმომადგენლებთან.

ქალთა შრომითი უფლებების კუთხით კოდექსში შემავალი ცვლილებები რეფორმის მეორე ეტაპია. შრომის კოდექსის რეფორმის პირველი ტალღა 20 ივლისს დასრულდა, როდესაც იუსტიციის სამინისტროს ინიცირებული ცვლილებები ძალაში შევიდა.