loader

ჟერარ დეპარდიემ თბილისურ "პურის სახლში" მოილხინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟერარ დეპარდიემ თბილისურ "პურის სახლში" მოილხინა

მსახიობი ჟერარ დეპარდიე გუშინ საქართველოს სტუმრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, დეპარდიემ 20 წუთი გაატარა აეროპორტში და ამის შემდეგ ბაქოში გაფრინდა, თუმცა როგორც გაირკვა, ფრანგი მსახიობი ხუთ თანმხლებ პირთან ერთად, დღის პირველ ნახევარში, დაახლოებით 13:00 საათისთვის რესტორან "პურის სახლში" იმყოფებოდა.

ფრანგი მსახიობი, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, მიმდინარე წლის ზაფხულში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოხუმში იმყოფებოდა (იხილეთ ვიდეო). მსახიობმა ამ ქმედებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ცალსახად დაარღვია.

როგორც დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ფრანგი მსახიობის საქართველოში სტუმრობის საკითხს შეისწავლის. მისივე განმარტებით, სწორედ ფაქტების შესწავლის შემდეგ მიიღებს ხელისუფლება გადაწყვეტილებას, რა რეაგირებას მოახდენს ჟერარ დეპარდიეს საქართველოში სტუმრობასთან დაკავშირებით.

იხილეთ სტატია kvirispalitra.ge-ზე: არამი პური დეპარდიესთვის - "აფხაზეთის მეგობარი" ჟერარი გუშინ "პურის სახლში" ქეიფობდა

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე