loader

რა ცვლილებები განხორციელდა შსს-ში ერთი წლის მანძილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ცვლილებები განხორციელდა შსს-ში ერთი წლის მანძილზე

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყების წლიური ანგარიში წარადგინა. შსს-ს ინფორმაციით, 2013 წლის ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი რეფორმის ფარგლებში განხორციელებული თუ მიმდინარე ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები, როგორებიც არის სამინისტროს დეპოლიტიზება, სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების დაცვა, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შემუშავება, საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, ტრეფიკინგის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ.

2013 წლის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შს სამინისტროს დეპოლიტიზებას და რესტრუქტურიზაციას, რომლის ფარგლებშიც 2012 წლის ნოემბერში გაუქმდა კონსტიტუციური უსაფრთხოებისა (კუდ-ი) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტები (სოდ-ი), ხოლო მათ ნაცვლად შეიქმნა ანტიკორუფციული და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოები; ასევე, სამინისტროში შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

ამასთან, მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება შს სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებას. "აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის მასშტაბით, 30%-ით გაიზარდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობა, რამაც გაზარდა საპატრულო პოლიციის მომსახურების არეალი და დაიფარა აქამდე აუთვისებელი რეგიონები - 2013 წლის 18 მარტს ფოთში, ხოლო 23 აგვისტოს ზესტაფონში გაიხსნა პოლიციის ახალი შენობები; 2013 წლის ბოლომდე დასრულდება 100-მდე სამშენებლო პროექტი, მათ შორის, ჭიათურაში, საჩხერესა და გუდაურში პოლიციის ახალი შენობების მშენებლობა", - განმარტებულია ანგარიშში.