loader

ობობების შემოსევის გამო დიდ ბრიტანეთში სკოლა დაიხურა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ობობების შემოსევის გამო დიდ ბრიტანეთში სკოლა დაიხურა

დიდ ბრიტანეთში, გლოსტერშირში "ცრუ ქვრივების" შემოსევის გამო სკოლა დაიხურა. ობობას სახეობა "ცრუ ქვრივი" ბრიტანეთში კანარის კუნძულებიდან მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გავრცელდა და მას შემდეგ ბედნიერად ცხოვრობს ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში. ამ სახეობის მდედრი ობობას ნაკბენი იშვიათი მოვლენაა და იგი ისეთივე მტკივნეულია (მაგრამ უსაფრთხო), როგორც ფუტკრის.

მიუხედავად ამისა, ბოლო კვირის განმავლობაში "ცრუ ქვრივის" ნაკბენის მომაკვდინებელი შხამის შესახებ ბრიტანულ პრესაში უამრავი სტატია გამოქვეყნდა, რის შემდეგაც დინის აკადემიის დირექციამ სკოლის დროებით დახურვა ამჯობინა.