loader

ბაჩო ახალაიას სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაჩო ახალაიას სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩანა ახალაიას ბრალი დაუმძიმდა. როგორც მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ახალაია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა.

"დადგენილია, რომ ბაჩანა ახალაიამ, რომელიც დაკისრებული მოვალეობების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, საკუთარი ძმის, დავით ახალაიასა და სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთათვის უკანონო უპირატესობის მინიჭების მოტივით, დაარღვია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები, კონსტიტუცია და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, სასჯელაღსრულების მე-7 და მე-10 დაწესებულებების საქმიანობაში უკანონო ჩარევის გზით განაპირობა სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა - გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, ავთანდილ აფციაურისა და მიხეილ ბიბილურიძის მიმართ დადგენილი განაჩენის არასათანადოდ აღსრულება", - აცხადებენ პროკურატურაში.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სასჯელის მოხდის განმავლობაში უკანონო შეღავათებით, განსაკუთრებული პირობებითა და პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობდნენ.