loader

ივანიშვილის რეჩიტატივი და აცეკვებული მარგველაშვილი ბერას კონცერტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ივანიშვილის რეჩიტატივი და აცეკვებული მარგველაშვილი ბერას კონცერტზე

თბილისში, ვარდების მოედანზე, ბერა ივანიშვილმა კონცერტი გამართა. კონცერტს კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრო. შვილის კონცერტს პირველად დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც იქ შეკრებილ საზოგადოებას "ქართული ოცნების" კანდიდატის ღირსებებზე ესაუბრა. მან სცენაზე ერთგვარი რეჩიტატივიც კი შეასრულა.

კონცერტზე შეკრებილებს სცენიდან მიმართა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმაც. გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას დაპირდა, რომ ქვეყანაში გაგრძელდება ისეთივე სიხარული, როგორიც ბერას კონცერტმა დღეს "ვარდების მოედანზე" შეკრებილებს მოუტანა. "ამის გარანტად კი მინდა გითხრათ: პრეზიდენტად გასული, მე ვიქნები თავიდან ფეხებამდე ქართული", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტობის კანდიდატი ახალგაზრდების კვალდაკვალ ბერას მუსიკის ფონზე აცეკვდა. საღამომ მაღალი ემოციური მუხტით ჩაიარა.