loader

ცოცხები, კუბო და ლობიო - "ნაციონალური მოძრაობის ქელეხი" ბათუმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცოცხები, კუბო და ლობიო - "ნაციონალური მოძრაობის ქელეხი" ბათუმში

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, აქცია სახელწოდებით - "ნაციონალური მოძრაობის ქელეხი" გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მემედ აბაშიძის ქუჩის ნაწილი გადაკეტეს, პარტიის ოფისთან კუბო და ცოცხები მიიტანეს, სუფრა გაშალეს და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დასრულების აღსანიშნავად სადღეგრძელოები წარმოთქვეს.

კუბოზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ბარამიძის და აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის ლევან ვარშალომიძის ფოტოები დაალაგეს.

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა აქციაზე მუსიკის თანხლებით აჭარული ცეკვა შეასრულეს.