loader

"ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ და უკეთეს მომავალს" - დავით ბაქრაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ და უკეთეს მომავალს" - დავით ბაქრაძე

მთაწმინდის ოლქის #27-ე საარჩევნო უბანში არჩევანი უკვე გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ. ის არჩევნებზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა.

"ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ და უკეთეს მომავალს, ხმა მივეცი შესრულებულ დაპირებებს და ხალხის უკეთესად ცხოვრებას, ხმა მივეცი ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენს ევროპულ არჩევანს", - გნუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ დღევანდელ დღეს ყველა ერთად გავაკეთებთ ისეთ არჩევანს, რომლითაც გამარჯვებული პირველ რიგში ჩვენი ქვეყანა იქნება.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე