loader

"იმედი მაქვს, არჩეულ კანდიდატს კონკურენტები გამარჯვებას ევროპულად მიულოცავენ" - ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმედი მაქვს, არჩეულ კანდიდატს კონკურენტები გამარჯვებას ევროპულად მიულოცავენ" - ღარიბაშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს ახალ პრეზიდენტს კონკურენტი კანდიდატები გამარჯვებას ევროპულად მიულოცავენ. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა. მინისტრმა საკუთარი არჩევანი საბურთალოს 25-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

შს მინისტრის თქმით, ხმა მისცა ქვეყნის განვითარებას, წინსვლას და სტაბილურობას. ამასთან, ღარიბაშვილის შეფასებით, მთელი საარჩევნო კამპანია უპრეცენდენტოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, რისთვისაც ყველა ღონე იყო გამოყეებული.

მისივე თქმით, სამინისტროს მხრიდან უკვე გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ თუკი დარღვევებსა და ექსცესებს ექნება ადგილი, უწყება მათზე მყისიერად მოახდენს რეაგირებას. ამასთან, მან მოუწოდა მოქალაქეებს და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან.