loader

გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო უბანზე ქალიშვილთან ერთად მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო უბანზე ქალიშვილთან ერთად მივიდა

მე მოვედი ჩემს შვილთან ერთად და გავაკეთე არჩევანი საქართველოს წინსვლისთვის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ბედნიერია, რადგან იმ სკოლაში გახსნილ უბანში მისცა ხმა, სადაც მისი დიდედა იყო მასწავლებელი. გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი ანა წელს პირველად აძლევს ხმას.

მისივე თქმით, საბოლოოდ მოხდება დემოკრატიის კონსოლიდაცია, იმ კურსის კონსოლიდაცია, რომელიც საქართველოს ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ აქცევს.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპისთივს ვილნიუსის სამიტისთვის მზადება იქნება.

იხილეთ: "მოვედი შვილთან ერთად და გავაკეთე არჩევანი საქართველოს წინსვლისთვის" - გიორგი მარგველაშვილი

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე

ავტორები: ნანა ხიდეშელი, ელენე ცინცაძე