loader

არჩევნები ციხეში - ხმის მიცემის უფლებით მერაბიშვილი და ახალაიაც სარგებლობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არჩევნები ციხეში - ხმის მიცემის უფლებით მერაბიშვილი და ახალაიაც სარგებლობენ

ციხეებში საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათიდან გაიხსნა. უბნები ორ კატეგორიად არის დაყოფილი: პატიმრებისთვის და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებისთვის.

ე.წ. მატროსოვის ციხეში განთავსებული პატიმრები არჩევნებში ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით აძლევენ. ამავე ციხეში იმყოფებიან ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი, რომლებიც სხვა პატიმრებთან ერთად, სურვილის შესაბამისად, სარგებლობენ ხმის მიცემის უფლებით.

მედიის წარმომადგენლებს კენჭისყრის პროცესში მერაბიშვილისა და ახალაიას მონაწილეობის გადაღების სურვილი ჰქონდათ, თუმცა, როგორც დაწესებულების ადმინისტრაციამ ჟურნალისტებს განუცხად, იმ ტერიტორიაზე, სადაც პატიმრები გადასატანი ყუთით ხმას აძლევენ, გადაღება აკრძალულია. მედიის წარმომადგენლებს ვიდეოგადაღების საშუალება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე მიეცათ, სადაც ციხის თანამშრომლები აძლევენ ხმას.

კენჭისყრის პროცესს ე.წ. მატროსოვის ციხეში ადგილობრივთან ერთად საერთაშორისო დამკვირვებლებიც აკვირდებიან.