loader

GFK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები: 66,7 პროცენტით გიორგი მარგველაშვილმა მოიგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

GFK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები: 66,7 პროცენტით გიორგი მარგველაშვილმა მოიგო

გერმანული კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა.

18.00 საათისთვის არსებული შედეგების თანახმად, რომელიც 20.00 საათზე გამოქვეყნდა, მარგველაშვილი 66,7 %-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე გავიდა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 20,2 % მიიღო.

რაც შეეხებათ დანარჩენ კანდიდატებს, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, "დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძეს მხარი მოქალაქეების 7,5 %-მა დაუჭირა, "ლეიბორისტული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატ შალვა ნათელაშვილს 2,1 %-მა, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ გიორგი თარგამაძეს კი მხარი ამომრჩეველთა 1,1 %-მა დაუჭირა.
საპრეზიდენტო არჩევნებზე ეგზიტპოლი კომპანია GFK-იმ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა.

ასევე იხილეთ:
ACT ჯგუფის მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლებში გიორგი მარგველაშვილი 68,0 %-ით ლიდერობს