loader

ჩვენ ვაპირებთ ხმების დაცვას - ნინო ბურჯანაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩვენ ვაპირებთ ხმების დაცვას - ნინო ბურჯანაძე

ჩვენ ვაპირებთ ხმების დაცვას, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს ეგზიტპოლების შედეგების კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, სოციოლოგიური კვლევები საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების საგნად იქცა. 

ამასთან, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი დამკვირვებლებს მოუწოდებს, უბნებზე ყურადღება არ მოადუნონ. "ახლა არის ყველაზე რთული პერიოდი, რადგან უბნებზე შეიძლება მოხდეს ბიულეტენების ჩაყრა, ოქმების გადასწორება, მაშინ, როცა კომისიებში "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები შედიან. მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენი დამკვირვებლები იქნებიან ეფექტურები", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

იხილეთ საპრეზიდენტო არჩევნები 2013 -ის ვიდეორეპორტაჟები:

-ACT ჯგუფის მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლებში გიორგი მარგველაშვილი 68,0 %-ით ლიდერობს

-GFK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები: 66,7 პროცენტით გიორგი მარგველაშვილმა მოიგო

-მომავალი პირველი ლედის პირველი კომენტარი არჩევნების შემდეგ

-პატრიარქმა გიორგი მარგველაშვილს ილია წინასწარმეტყველის ხატი აჩუქა

-დავით ბაქრაძე გიორგი მარგველაშვილს გამარჯვებას ულოცავს

-დარწმუნებული ვიყავით გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებაში - ირაკლი ალასანია

-ეს ევროპული სტანდარტების არჩევნები იყო - ირაკლი ღარიბაშვილი

-ნუ ჩამოუშვებთ ხელებს, ყველანაირი უკან დახევა დროებითია - მიხეილ სააკაშვილი

-დარწმუნებული ვარ, გიორგი ყველაფერს გააკეთებს სამშობლოს საკეთილდღეოდ - ლევან ვასაძე

-ზაზა კოლელიშვილი და სოსო ჯაჭვლიანი გიორგი მარგველაშვილს გამარჯვებას ულოცავენ

-"ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ავტომობილებით მსვლელობა გამართეს