loader

პარლამენტთან, ჭადრის ხეში თბილისის ომის დროინდელი საავიაციო რაკეტის ნარჩენია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტთან, ჭადრის ხეში თბილისის ომის დროინდელი საავიაციო რაკეტის ნარჩენია

ჩიტაძის ქუჩაზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესა და პარლამენტს შორის მდგარ ჭადრის ხეში დღემდე შემორჩენილია თბილისის ომის დროს ნასროლი საავიაციო უმართავი რაკეტის ნარჩენი.

ჭადრის ხეში ჩარჩენილი საბრძოლო მასალა სამხედრო ექსპერტის, ირაკლი ალადაშვილის თქმით, სავარაუდოდ, საბჭოთა წარმოების საავიაციო უმართავი რაკეტის, C-5-ის ნარჩენია. ალადაშვილი იხსენებს, რომ თბილისის ომის დროს მაშინდელ ოპოზიციას მანქანებზე დამონტაჟებული ჰქონდა ასეთი უმართავი რაკეტების გასაშვები დანადგარები, რაც იმდროინდელ ფოტოებშიც ჩანს და სავარაუდოდ, ჭადრის ხეში ჩარჩენილი რაკეტის ნაწილიც იქიდან არის ნასროლი.

ალადაშვილი ამბობს იმასაც, რომ რაკეტა, სავარაუდოდ, აფეთქებული არ არის და იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია ადგილზე, სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი დადის, აქამდე უნდა მომხდარიყო მისი ნახვა და საჭიროების შემთხვევაში, განაღმვა.

შეგახსენებთ, გუშინ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. სარემონტო სამუშაოების დროს, ერთ-ერთი ოთახის კედელში ყუთში მოთავსებული ხელყუმბარა იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ, ასევე თბილისის ომის დროინდელია.