loader

რატომ გაჩეხეს სანზონაში ხეები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ გაჩეხეს სანზონაში ხეები?

თბილისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანზონაში, მე-8 საავადმყოფოს ასახვევთან რამდენიმე დღის წინ ხეები გაჩეხეს. ადგილზე მისულ "პალიტრა ტვ"-ს გადამღებ ჯგუფს რამდენიმე მოჭრილი ხის კუნძი მართლაც დახვდა. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ზუსტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვთ. მუშებმა, რომლებიც ჭრას ახორციელებდნენ, მათ განუცხადეს, რომ ამ ადგილას გამგეობის შენობა უნდა აშენდეს.