loader

ივანიშვილმა თავისი განცხადებებით ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მეორე ადგილზე ბაქრაძე გასულიყო - ირინა სარიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ივანიშვილმა თავისი განცხადებებით ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მეორე ადგილზე ბაქრაძე გასულიყო - ირინა სარიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა თავისი განცხადებებით ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მეორე ადგილზე ბაქრაძე გასულიყო, - განაცხადა ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "პროვოკატორში" "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ყოფილმა ლიდერმა ირინა სარიშვილმა. სარიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეროე ადგილს მხოლოდ "ნაციონალებისთვის" ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით სარიშვილმა განაცხადა, რომ მას ჰქონდა ყველაზე დიდი შანსი, რომ ბაქრაძისთვის გზა გადაეკეტა. ირინა სარიშვილის თქმით, ბურჯანაძემ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა პირველი ადგილისთვის ბრძოლა დაიწყო. მას პირდაპირ უნდა გამოეცხადებინა, რომ იბრძვის არა პრეზიდენტობისთვის, არამედ მეორე ადგილისთვის და "ეს არაჩვეულებრივი პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა", - აღნიშნა სარიშვილმა.

ასევე იხილეთ:
"ეგეთი პრეზიდენტი რომ გყავს, ასწორებს, ხო?!" - ირინა სარიშვილი

იხილეთ გადაცემის სრული ჩანაწერი