loader

"ეგეთი პრეზიდენტი რომ გყავს, ასწორებს, ხო?!" - ირინა სარიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეგეთი პრეზიდენტი რომ გყავს, ასწორებს, ხო?!" - ირინა სარიშვილი

ისედაც გასაგები იყო, რომ სააკაშვილს არ დაიჭერდნენ, - განაცხადა ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "პროვოკატორში" "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ყოფილმა ლიდერმა ირინა სარიშვილმა. მისი თქმით, სააკაშვილი შეეცდება მის მიმართ არსებული ბრალდებები კარგი ადვოკატის მეშვეობით გააბათილოს. სარიშვილის აზრით, ეს ერთ-ერთი ნაბიჯია "ნაციონალური მოძრაობის" მომძლავრებისა და მათი მხრიდან შეტევაზე გადასვლისთვის.

ირინა სარიშილმა ასევე ყურადღება გაამახვილა "ქართულ ოცნებაში" გაერთიანებული პარტიების "ნაციონალურ მოძრაობასთან" დამოკიდებულებაზე და განაცხადა, რომ "ნაციონალები" და "რესპუბლიკელები" ტყუპისცალებივით არიან. ამის დამადასტურებლად მან "ნაციონალების" საჯარო სამსახურებში აყვანის მაგალითი მოიყვანა. "ეს ყველაფერი "რესპუბლიკურ-ნაციონალური" ერთობისკენ მიდის", - აღნიშნა სარიშვილმა.

ასევე იხილეთ:
ივანიშვილმა თავისი განცხადებებით ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მეორე ადგილზე ბაქრაძე გასულიყო - ირინა სარიშვილი

იხილეთ გადაცემის სრული ჩანაწერი