loader

ბაჩო ახალაია სასამართლომ მეორედ გაამართლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაჩო ახალაია სასამართლომ მეორედ გაამართლა

ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

აღნიშნული საქმე 2 თვეზე მეტია, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განიხილა. საქმის მიხედვით, ბაჩო ახალაიას, ბრალდებულ 7 პირთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში 7 სპეცრაზმელის განსხვავებული პოლიტიკური ნიშნით წამება და არაადამიანური მოპყრობა ედებოდა. ბაჩო ახალაია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა. დაცვის მხარის მტკიცებით, სპეცრაზმელების წამებას ადგილი არ ჰქონია და მათ საწვრთნელი კურსი "რეინჯერი" გაიარეს.

ამასთან, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ საქმეებიდან ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე თავდაცვის მინისტრი დამნაშავედ სცნეს და 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც ე.წ. სამხედროების წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ეხებოდა, ბაჩო ახალაია გამართლდა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე