loader

"წმინდა იუდამ" კოპენჰაგენში სახლს ხარაჩოები შემოაგლიჯა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წმინდა იუდამ" კოპენჰაგენში სახლს ხარაჩოები შემოაგლიჯა

"წმინდა იუდამ" დიდი ბრიტანეთიდან კონტინენტზე გადაინაცვლა. ქარიშხალს, რომელმაც გაერთიანებულ სამეფოში ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, "წმინდა იუდა" ინგლისელებმა შეარქვეს. ევროპაში არნახული სიძლიერის შტორმმა ჯერ ლა-მანშის სრუტე გადალახა და საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებს დაატყდა თავს, მერე კი ბელგიასა და ჰოლანდიას. მოგვიანებით ქარიშხალმა დანიის და შვედეთის სანაპიროებს მიღწია. ამ ქვეყნებში შტორმი ხელახლა მონათლეს და "სიმონი" დაარქვეს. ეს კადრები კოპენჰაგენშია გადაღებული, სადაც "სიმონად" წოდებულმა ყოფილმა "წმინდა იუდამ" სახლს ხარაჩოები შემოაცალა.