loader

უფლისწულ გიორგის ნათლობა სვეტიცხოველში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უფლისწულ გიორგის ნათლობა სვეტიცხოველში

ქართული სამეფო გვარის, ბაგრატიონების შთამომავალი, 2 წლის უფლისწული გიორგი დღეს სვეტიცხოველში გააქრისტიანეს.

ნათლობის წესი თავად უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შეასრულა. დღევანდელ დღეს მან ისტორიული უწოდა და უფლისწული დალოცა.

უფლისწული გიორგი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის პირველი შვილია. დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე უფლისწულის ოჯახის წევრებმა ექსკლუზიურად "პალიტრა თV"-სთან ისაუბრეს.

უფლისწულს ოთხი ნათლია ჰყავს. მათ შორისაა ლევან ვასაძეც. ბიზნესმენი სვეტიცხოველში დღეს მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა.
უფლისწულის ნათლობას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ.

ქართული სამეფო გვარის წარმომადგენლების, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის პირველი შვილი - უფლისწული გიორგი 2011 წლის 27 სექტემბერს მადრიდში დაიბადა.

იხილეთ ასევე: უფლისწულ გიორგის დაბადების დღე ზუგდიდში: "თავადიშვილი" პროკურორი და მოზეიმე საზოგადოება დადიანების სასახლეში

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-
ზე