loader

ანზორ ჩუბინიძე შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატად არ განიხილება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანზორ ჩუბინიძე შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატად არ განიხილება

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ანზორ ჩუბინიძე არ იქნება და ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე დარჩება.

როგორც ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა, შს მინისტრის თანამდებობაზე ჩუბინიძის კანდიდატურა არ განიხილება და ის დაკავებულ თანამდებობაზე საქმიანობას გააგრძელებს.

პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის შემცვლელის დასახელებისგან დღესაც თავი შეიკავა. აღნიშნული კომენტარი ივანიშვილმა "ექსპოჯორჯიაში" ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, სადაც "რესპუბლიკური პარტიის" ყრილობას ესწრება.