loader

ვინ იქნება ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იქნება ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი

შინაგან საქმეთა მომავალი მინისტრი, სავარაუდოდ, ამავე სამინისტროს კადრი იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა.

როგორც დეპუტატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვინ იქნება შინაგან საქმეთა მომავალი მინისტრი, ეს ახალი პრემიერის გადასაწყვეტია, მით უმეტეს, რომ მან ძალიან კარგად იცის ის კადრები, რომელიც ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროშია.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, მან იცის ირაკლი ღარიბაშვილის პროფესიონალიზმი და დამოკიდებულება და აქედან გამომდინარე, ის ალბათ სწორედ სისტემის შიგნით მოძებნის შემცვლელს.

რაც შეეხება კითხვას, საუბარია თუ არა მინისტრის რომელიმე მოადგილის დაწინაურებაზე, დეპუტატმა არც ამ კითხვას გასცა კონკრეტული პასუხი.