loader

"ვთვლი, რომ ჩემი საქმით დახმარება ქვეყანას სჭირდება" - თეა წულუკიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვთვლი, რომ ჩემი საქმით დახმარება ქვეყანას სჭირდება" - თეა წულუკიანი

"მეჩვენება, რომ ჩემი საქმით დახმარება ქვეყანას სჭირდება", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს იმასთან დაკავშირებით განუცხადა, რამდენად ხედავს საკუთარ ადგილს ახალ მინისტრთა კაბინეტში.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, თუ ამგვარი სურვილი მომავალ პრემიერსაც ექნება, ის მზად არის, მას იმ დიდ საქმეში დაეხმაროს, რომელსაც ევროპასთან მიახლოება ჰქვია.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით, მომავალ პრემიერ-მინისტრს მათთან ინდივიდუალური კონსულტაციები ჯერ არ დაუწყია.