loader

გლდანში, "გალაქსის" მაღაზიაში შეიარაღებული პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გლდანში, "გალაქსის" მაღაზიაში შეიარაღებული პირი დააკავეს

გლდანში, ხიზანიშვილის N2-ში მდებარე "გალაქსის" მაღაზიაში შეიარაღებული პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "პალიტრა ტვ"-ს კომპანიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. როგორც "გალაქსის" წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული პირი, სავარაუდოდ, მაღაზიის დაყაჩაღებას ცდილობდა.

თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ძებნილი მოქალაქე "გალაქსის" მაღაზიას არ აყაჩაღებდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, დაკავებული პირი სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის, ყაჩაღობისთვის იძებნებოდა და სამართალდამცველებმა ის სწორედ ამიტომ დააკავეს.

მისივე თქმით, ძებნილის აყვანა მას შემდეგ მოხდა, რაც ის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა და სამართალდამცველებმა იცნეს. ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, ძებნილი პირი მაღაზიას არ აყაჩაღებდა.