loader

"ნაციონალების" ოფისის გაქურდვის ფაქტზე 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაციონალების" ოფისის გაქურდვის ფაქტზე 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს

შს სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გიორგი პ. ქურდობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, გამთენიისას, გორში, გარსევანიშვილის ქუჩაზე მდებარე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან ტელევიზორი, ვიდეოკამერა, ლეპტოპი, სხვადასხვა დამტენი და "იუ-პი-ესი" მოიპარა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გიორგი პ. გორში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის " ბ" ქვეპუნქტით).