loader

არჩილ კბილაშვილი გადადგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არჩილ კბილაშვილი გადადგა

არჩილ კბილაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. კბილაშვილის თქმით, იგი სამოქალაქო სექტორში გადადის. როგორც მთავარმა პროკურორმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილთან ამ საკითხზე არაერთხელ უსაუბრია.

"როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლისა და სამოქალაქო სექტორში გადასვლის შესახებ განაცხადა, არაერთხელ მისაუბრია მასთან, რომ ჩემი საადვოკატო და საპროკურორო გამოცდილებით, მასთან ერთად დამეტოვებინა თანამდებობა, გადავსულიყავი სამოქალაქო სექტორში და მხარში ამოვდგომოდი აწ უკვე საზოგადო მოღვაწე ბიძინა ივანიშვილს" - აღნიშნა კბილაშვილმა.

მთავარმა პროკურორმა საუბრის დაწყებისთანავე განმარტა, რომ არავითარი უთანხმოება მასსა და მომავალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის არ არსებობს. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრთან ღირსეული და კოლეგიალური ურთიერთობა ჰქონდა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე