loader

"ვერ შევამჩნიე, რომ "ღ"-ს ელეგანტურად ხმარობს" - ხაჩიძე ღარიბაშვილს დიპლომის ჩვენებას სთხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერ შევამჩნიე, რომ "ღ"-ს ელეგანტურად ხმარობს" - ხაჩიძე ღარიბაშვილს დიპლომის ჩვენებას სთხოვს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე მომავალ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს სორბონის უნივერსიტეტის დიპლომის წარმოდგენას სთხოვს. როგორც გოგა ხაჩიძემ განაცხადა, საზოგადოებამ იცის, რომ ღარიბაშვილს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სორბონის უნივერსიტეტი. ხაჩიძის განმარტებით, შესაძლოა, ღარიბაშვილმა სორბონის უნივერსიტეტში ენის კურსები გაიარა, ან სწავლა დაიწყო და არ დაუსრულებია.

მისივე ინფორმაციით, თავად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და პროფესიით მცენარეთა ფიზიოლოგია. "საფრანგეთშიც ვარ ნამყოფი, ამერიკაშიც, მაგრამ არც სორბონის, არც იელის და არც ოქსფორდის უნივერსიტეტის დამთავრებას ვიბრალებ", - აღნიშნა ხაჩიძემ.

შეგახსენებთ, მსგავსი კამპანია საპარლამენტო უმცირესობის წევრმა იუსტიციის მინისტრის დიპლომზეც წამოიწყო, რაც იმით დასრულდა, რომ თეა წულუკიანმა "პირველი არხის" გადაცემა "აქცენტების" ეთერში ENA-ს დიპლომის ავტოგრაფიანი ასლები მიიტანა.

ასევე იხილეთ:

"ბ...შვილი ვიყო, არ აქვს წულუკიანს დიპლომი" - გოგა ხაჩიძე "ვანოს შოუში"

"სუსტ ქალებს არ ვეკამათები" - თეა წულუკიანი ავტოგრაფიანი დიპლომებით "აქცენტებში"