loader

რომის პაპის გულთბილი ჩახუტება მძიმედ დაავადებულ მამაკაცთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომის პაპის გულთბილი ჩახუტება მძიმედ დაავადებულ მამაკაცთან

ამ ფოტომ, რომელშიც რომის პაპის საოცარი დიდსულოვნება ჩანს, მსოფლიოს გულები გაუთბო. მძიმედ დაავადებულ მამაკაცს პაპმა ხელები მოხვია და ილოცა მისთვის. ფოტოებში არ ჩანს მამაკაცის სახე, თუმცა მისი ხელები და კეფა მთლიანად დაფარულია დაავადების წანაზარდებით. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, ამ ფაქტს 50 ათასამდე მორწმუნე უყურებდა.

მამაკაცი ნეიროფიბრომატოზით იტანჯება. ეს სიმსივნური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება უმეტესად კანსა და ლორწოვან გარსებზე მრავლობითი გამონაზარდებით.

ფრანცისკის საოცარმა საქციელმა არამარტო მორწმუნეები აღაფრთოვანა. "მე ათეისტი ვარ, მაგრამ რაც უფრო მეტი მესმის პაპ ფრანცისკზე, მით მეტად მომწონს ის" - დაწერა ერთმა მათგანმა "ტვიტერზე".

ასევე იხილეთ: რომის პაპთან ერთად, მესა პატარა ბიჭმა "ჩაატარა"