loader

მთვლემარე მერაბიშვილი და უშუქო სასამართლო პროცესი ქუთაისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთვლემარე მერაბიშვილი და უშუქო სასამართლო პროცესი ქუთაისში

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იხილება, ე.წ. ფიქტიური დასაქმებების თაობაზე.

პროცესს ვანო მერაბიშვილი თავად დაესწრო, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ წინასწარ პატიმრობაში მყოფმა განცხადება გაავრცელა იმის თაობაზე, რომ ქუთაისის სასამართლოში პროცესებზე სისტემატურ დასწრებას არ აპირებდა.

დღევანდელი პროცესი მხოლოდ "მთვლემარე" მერაბიშვილით არ ყოფილა გამორჩეული - სასამართლო დარბაზში ზურაბ ჭიაბერაშვილის სიტყვით გამოსვლისას შუქი ჩაქრა, თუმცა პრობლემა რამდენიმე წუთში აღმოიფხვრა. "მივესალმებით კახი კალაძეს" - ასე აღნიშნა შუქის მოსვლა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე