loader

ირაკლი ალასანია ცეცხლის გაღვივების ცერემონიალზე საფრანგეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანია ცეცხლის გაღვივების ცერემონიალზე საფრანგეთში

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ცეცხლის გაღვივების ცერემონიალს დაესწრო. ცერემონიალი საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას მიეძღვნა. ტრიუმფალურ თაღთან ქართული დელეგაციის წევრები პარიზის სამხედრო გუბერნატორის წარმომადგენელთან გენერალ მოროსთან და საქართველოში საფრანგეთის სამხედრო ატაშესთან, ვიცე-პოლკოვნიკ ანდრე ევრართან ერთად მივიდნენ.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე და ქართული დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანიამ ფრანგ კოლეგასთან ჟან-ივ ლე დრიანთან გამართა შეხვედრა. შეხვედრა გაიმართა ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორთან, ერიკ ფურნიესთან.