loader

"არტილერიის სამიზნეებში ეგეთი არ გვყავს" - ირაკლი ალასანია თინა კანდელაკზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არტილერიის სამიზნეებში ეგეთი არ გვყავს" - ირაკლი ალასანია თინა კანდელაკზე

"არტილერიის სამიზნეებში ეგეთი არ გვყავს", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მას შემდეგ იხუმრა, რაც ჟურნალისტებმა თინა კანდელაკის საქართველოში ვიზიტის შესახებ ჰკითხეს.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად მინისტრმა განაცხადა, რომ ის თინა კანდელაკს არ იცნობს. ჟურნალისტმა ალასანიას ასევე შეახსენა, რომ კანდელაკი სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნეა.
"არ ვიცნობ, არტლიერიის სამიზნეებში ეგეთი არ გვყავს ", - განაცხადა ალასანიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში მოღვაწე ქართველმა ტელეწამყვანმა, სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთმა მეჩირაღდნე თინა კანდელაკმა დაბადების დღე გუშინ თბილისში აღნიშნა. მას 38 წელი შეუსრულდა.
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" თინა კანდელაკის დაბადების დღეზე გადაღებული ფოტოები "ზონანიუსმა" გაავრცელა. კანდელაკმა იუბილე რესტორან "ფუნიკულიორში" გადაიხადა.

გავრცელებული ინფორმაციითვე, წვეულებაზე ტელეწამყვანის მეგობრებთან ერთად ქართველი დეპუტატები, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები: ეკა ბესელია, დავით საგანეილიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, გია გუმბერიძე და შალვა რამიშვილი იმყოფებოდნენ.