loader

ბორდელების დახურვის მოთხოვნით გონიოს მოსახლეობა ისევ გამოვიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბორდელების დახურვის მოთხოვნით გონიოს მოსახლეობა ისევ გამოვიდა

გონიოს მოსახლეობა საქართველოს მთავრობას და სამართალდამცავ სტრუქტურებს გონიოში გახსნილი ბორდელების დახურვას სთხოვს. მოსახლეობის ნაწილი გონიოს ცენტრში ჯვართან შეიკრიბა. მათ აღნიშნეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები გონიოს ტერიტორიას პროსტიტუციისთვის იყენებენ. როგორც ისინი განმარტავენ, გონიოელი მოზარდებისთვის არსებული ვითარება ცუდი მაგალითია.

გონიოში მცხოვრები ჯუმბერ ჯაიანი ამბობს, რომ გასულ წელთან შედარებით ბორდელების რიცხვი შემცირდა, თუმცა, პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა.

აქციაზე მოსახლეობის ის ნაწილიც იყო შეკრებილი, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები აქვთ გაქირავებული. როგორც ნარგულ გოგაძემ აღნიშნა, სახლის გაქირავებით ბანკიდან აღებულ სესხს ფარავს.
გონიოელებმა ბორდელების გაუქმების მოთხოვნით რამდენიმე აქცია გასულ წელსაც გამართეს.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე