loader

ნინო გვასალია ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნინო გვასალია ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს

21 წლის ნინო გვასალია ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ სახლში, თბილისში, თელავის ქუჩაზე გადაასვენეს. ექსპერტიზის ბიუროში გვასალიას ცხედარი ერთი დღის განმავლობაში ესვენა. ექსპერტიზის დასკვნა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

22 წლის ნინო გვასალია სახლიდან 17 ოქტომბერს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სამართალდამცველები და მეგობრები მას თითქმის ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ.

ნინო გვასალიას უგზო-უკვლოდ დაკარგვასთან დაკავშირებით, შსს–ს ისან-სამგორის სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების თანამშრომლებმა სამძებრო ღონისძიებები 17 ოქტომბერს დაიწყეს. სამართალდამცველებმა გადაამოწმეს საავადმყოფოები, გამოძიებაში ჩართულნი იყვნენ კინოლოგები. თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დაათვალიერეს მდინარე მტკვრის სანაპირო ტერიტორია.

22 ოქტომბერს სამაშველო სამსახურმა როგორც სახმელეთო, ისე წყალქვეშა საძიებო სამუშაოები ჩაატარა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ასევე, კოჯრის, ტაბახმელას, ოქროყანის ტყის მასივების ტერიტორიაზე.

დაკარგული გოგონას ცხედარი გუშინ ბაიკერებმა იპოვეს. ერთ-ერთი ბაიკერი პოლიციამ უკვე დაჰკითხა.