loader

როგორ ემზადება პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის თავდაცვის სამინისტრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ემზადება პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს შეიარაღებული ძალები პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალისთვის აქტიურად ემზადება. საზეიმო ცერემონიალზე სამხედრო ძალების, ფაქტობრივად, ყველა კომპონენტი მიიღებს მონაწილეობას.

ინაუგურაციაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ოფიცრებით დაკომპლექტებული ოცეული, ავიაციისა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის, ასევე, სპეციალური დანიშნულების ძალების, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის, ეროვნული გვარდიის, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სერჟანტთა და III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული ავღანეთის კოლოფები იქნება წარმოდგენილი. თითოეულ ქვედანაყოფს მედროშე და მეთაური წარადგენენ.

ახალარჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართება.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე