loader

ზუგდიდში პატრულის თანამშრომელი სექსუალური ძალადობის გამო სცემეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზუგდიდში პატრულის თანამშრომელი სექსუალური ძალადობის გამო სცემეს

ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გოგა ანჩაბაძე დაჭრეს. რამდენიმე პირმა მას ყური მოაჭრა, სცემა და საპატრულო პოლიციის ფორმა გახადა. დაჭრილი  გამვლელებმა უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის დაჭრა შურისძიებას უკავშირდება. პატრულის თანამშრომელს ორი დღის წინ მცდელობა ჰქონდა, მეჯვარის საცოლესთან სექსუალური კავშირი ზუსტად იმავე ტერიტორიაზე დაემყარებინა, სადაც დღეს ის ნაცემი დატოვეს.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას, უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ პატრულს საკუთარ მეჯვარესთან პირადი კონფლიქტი ჰქონდა. ამასთან, შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და დაკითხვაზე იმყოფება.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე