loader

ღარიბაშვილმა ფრანგ კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ღარიბაშვილმა ფრანგ კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით, ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ევროპული საქმეების მინისტრ ტიერი რეპენტინთან. შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ჩარჩოებით აღებული ვალდებულებების შესრულება და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობას და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებს.

გარდა ამისა, საქართველოს შს მინისტრმა ფრანგ კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ფრანგ კოლეგას, საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ მანუელ ვალსსაც შეხვდა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე