loader

"მე ვერ გამაჭუჭყიანეს და დედაჩემს მიადგნენ" - რაში ადანაშაულებს რამაზ ნოზაძე გიგი უგულავას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ვერ გამაჭუჭყიანეს და დედაჩემს მიადგნენ" - რაში ადანაშაულებს რამაზ ნოზაძე გიგი უგულავას

29-ე ბაგა-ბაღის თანამშრომელთა ნაწილი, აღსაზრდელები და მათი მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი გათავისუფლებული დირექტორის, ლალი ნოზაძის აღდგენას მოითხოვენ.

როგორც ბაღის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ნანა მინაშვილმა განაცხადა, ლალი ნოზაძის გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა და მისი თვალთვალი თვითმმართველობის ორგანოდან მას შემდეგ დაიწყო, რაც ლალი ნოზაძის შვილი, სპორტსმენი რამაზ ნოზაძე "ქართულ ოცნებაში" გადავიდა. მინაშვილის თქმით, ლალი ნოზაძის შემცვლელად "ნაციონალური მოძრაობის" კადრია წარდგენილი.

თავად ოლიმპიური პრიზიორი რამაზ ნოზაძე დედის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას ქალაქის მერთან მის დაპირისპირებას უკავშირებს. სპორტსმენის თქმით, Deep Purple-ის კონცერტზე გიგი უგულავას შეეკამათა, რის გამოც დედამისი ამოიჩემეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს.