loader

"გეი ვარ და ამიტომ არ უნდა გავაკეთო?" - "იდენტობა" საპატრიარქოს პასუხობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გეი ვარ და ამიტომ არ უნდა გავაკეთო?" - "იდენტობა" საპატრიარქოს პასუხობს

"გაზულუქებული ტიპები არიან, რომელთაც სიკეთის კეთების იდეაზეც კი მონოპოლია აქვთ", - ასე ეხმაურება ორგანიზაცია "იდენტობის" ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე სასულიერო პირებს. ვაჭარაძე საპატრიარქოს მადლობასაც უხდის - რომ არა სასულიერო პირების უარყოფითი რეაქცია თავშესაფრის მოწყობასთან დაკავშირებით, "იდენტობის" ინიციატივას არავინ გააშუქებდაო.

ორგანიზაცია "იდენტობა", რომელიც საქართველოში ლგბტ პირების უფლებებს იცავს, უსახლკაროებისთვის თავშესაფრის გახსნას გეგმავს. როგორც ვაჭარაძე ამბობს, თავშესაფრისთვის 80 კვ. მეტრის ფართი ერთ-ერთმა მოქალაქემ რამდენიმე წლით გადასცა, სადაც დაახლოებით, 15-30 უსახლკარო იცხოვრებს. იდენტობა საცხოვრისის ბინადრებისთვის საჭირო თანხების შეგროვებას საქველმოქმედო ღონისძიებებით და შემოწირულობებით გეგმავს. ვაჭარაძე ირწმუნება, რომ ამ საქმისთვის არავითარი გრანტი არ აქვთ.

"იდენტობის" ინიციატივას სასულიერო პირების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის პრესმდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, "იდენტობის" ინიციატივას საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება.

"გაღიზიანება შეიძლება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აქამდე ქველმოქმედებისთვის საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად ეკლესია უკონკურენტოდ ითვლებოდა. რაც შეეხება იმას, რომ მე გეი ვარ და ამიტომ არ უნდა გავაკეთო, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩემი გადახდილი გადასახადები და ჩემი წაკითხული ლექციები ხომ გინდათ?" - ამბობს ვაჭარაძე.

იხილეთ ვრცლად ambebi.ge-ზე