loader

ეთანხმებით თუ არა ინიციატივას რეცეპტით გასაყიდი წამლების ჩამონათვალის გაზრდაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეთანხმებით თუ არა ინიციატივას რეცეპტით გასაყიდი წამლების ჩამონათვალის გაზრდაზე?

"რიგ შემთხვევებში, ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა არის მოქმედი ვულკანის კრატერის პირას სიარული" - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. ასე განმარტა მინისტრმა სამინისტროს ინიციატივა, წამლების უმეტესობის რეცეპტის გარეშე გაყიდვის შეზღუდვაზე.

ეთანხმებით თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას, რომ გაიზარდოს იმ წამლების ჩამონათვალი, რომლებიც ურეცეპტოდ არ გაიყიდება? - ამ თემაზე "პალიტრა ტვ"-მ გამოკითხვა ჩაატარა.

ამ თემის ირგვლივ გთავაზობთ მსჯელობას დღეს, გადაცემა "მოკლე ჩართვაში", palitra tv-ის და რადიო "პალიტრის" ეთერში.

დაგვიკავშირდით და ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ. გადაცემის დასაწყისი 20:30-ზე. სკაიპი: mokle-chartva. T: 2 37 10 39 / 2 38 10 39