loader

"პრობლემა მოგვარდება" - კულტურის მინისტრი სახელმწიფო კაპელას შეხვდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პრობლემა მოგვარდება" - კულტურის მინისტრი სახელმწიფო კაპელას შეხვდება

კულტურის მინისტრი სახელმწიფო საგუნდო კაპელასტან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას უახლოეს დღეებში ფიქრობს - ამის შესახებ გურამ ოდიშარიამ განცხადება ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში გააკეთა.

მისი განცხადებით, შეუძლებელია ადამიანმა 200 ლარად იმუშაოს, იმღეროს და ოჯახი არჩინოს. "კაპელაში ოჯახის მარჩენალი ადამიანები მოღვაწეობენ. მე დავიბარე ისინი და უშუალოდ გავესაუბრები. პრობლემა მოგვარდება" - დასძინა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო კაპელამ განცხადება გაავრცელა და კონცერტებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ხელფასის სიმცირესთან ერთად, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს დაქვემდებარებულმა კაპელამ წერილში ცენტრის სუბიექტურ დამოკიდებულებაზეც გააკეთა აქცენტი და მათი ურთიერთობა "გერისა და დედინაცვლის ურთიერთობას" შეადარა.

იხილეთ გადაცემა "რეზიუმე" სრულად